Saturday, November 16, 2013

დღე 8



ჩვენი შეხვედრა უახლოვდება დასასრულს.
  • ამ დღეს დავასრულე პორტფოლიოზე მუშაობა
  • ვისწავლე ბლოგზე გვერდების დამატება
  • ჩემი პორტფოლიო ავტვირთე GOOGLE DRIVE -ში



მოლოდინი მაქვს ხვალინდელი დღის.....

Sunday, November 10, 2013

დღე 7



  • ჩვენი შეხვედრა დაიწყო გარდნერის თეორიის პრეზენტაციით;
  • გავეცანით დიფერენცირებულ სწავლებას და დავგეგმეთ სხვადასხვა დავალებები საჭიროებების გათვალისწინებით ჩვენს პროექტის გეგმაში.
  • პროექტის გეგმაში მოვნიშნეთ გამოყენებული ტექნოლოგიები.
  • შევქმენით ფასილიტაციისთვის სავარაუდო მასალები.
  • დავალაგეთ ჩვენი პორტფოლიო.


Friday, November 8, 2013

დღე 6




  • გავეცანი მე-5 მოდულს.
  • ვისწავლეთ word-ის დოკუმენტში და ასევე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომში,  power point-ში კომენტარების დაწერა, ისე, რომ პირველი სახის ნაშრომი არ შეგვიცვლია.
  • ჯერ გავეცანით შეფასების რუბრიკებს და შემდეგ დავამზადეთ მოსწავლეთა მაშრომის შეფასების რუბრიკა
  • პროექტის გეგმაში ჩავწერეთ პროექტის სცენარი.

Sunday, November 3, 2013

დღე 5


  • ჩვენი შეხვედრა დავიწყეთ სხვის ბლოგზე კომენტარების დადებით. შევაფასეთ მათი პრეზენტაციები: სტანდარტთან შესაბამისობა, მიმართულების მიმცემი კითხვები და ა.შ.
  • გავეცანით საავტორო უფლებებს დაცვას. ნებისმიერ მასალას, რომლებიც გამოვიყენეთ ჩვენი სასწავლო პროექტისათვის, უნდა მივანიშნოთ წყარო. ანუ ვქმნით ბიბლიოგრაფიას;
  • მულტიმედია რესურსები მოვიძიეთ yout tube და embed კოდით გადავიტანეთ ჩვენს ბლოგზე;
  • ვისწავლეთ ვებ-გვერდის შეფასება, ანუ სანდოობა. ვიუვერში ვნახეთ შეფასების კრიტერიუმი;
  • ინტერნეტ კავშირი განვიხილეთ gmail chat-ის დახმარებით
  • შევქმენის მოსწავლის ნამუშევარი:



  






Saturday, November 2, 2013

დღე 4


ჩვენი შეხვედრის მეოთხე დღე ძალიან საინტერესო იყო:


  • შევქმენით დროში გაწერილი შეფასების გეგმა;
  • სასწავლო პროექტის გეგმაში გადავიტანეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა;
  • Power Point- ში შევქმენით სლაიდი ექვსგვერდიანი,რომელიც გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგზე;
  • ჩვენი პროექტი განვათავსეთ google drive-ში და ბლოგზე დავდეთ embed კოდით.
  • ვისწავლეთ google drive-ში პროექტის პრეზენტაციაზე მუშაობა, ფონისა და background-ის შეცვლა.



Saturday, October 26, 2013

დღე 3

ვთვლი, რომ უფრო და უფრო საინტერესო ხდება ჩვენი სამუშაო შეხვედრები და ამის მოლოდინიც მქონდა.


  • მესამე დღეს მუშაობა დავიწყეთ ბლოგებზე სურათების ჩასმით და ამან ერთგვარი განწყობაც შეგვიქმნა;
  • შემდეგ ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე. შევავსეთ ჩვენი სასწავლო პროექტის დაგეგმვის შაბლონი ნაწილობრივ;
  • ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენა: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების.
  • ჩემი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებია: 
  • ზოგადი კითხვა
    რა არის ერისთვის მთავარი საზრუნავი?
    თემატური კითხვები




    რატომ არის მნიშვნელოვანი ენის სიწმინდის დაცვა?
    რა იწვევს ენის ნორმების დარღვევას?





    შინაარსობრივი კითხვები

    რას ნიშნავს ჟარგონი? ბარბარიზმი?
    რამ გან აპირობა მათი დამკვიდრება ენაში?
    რა გავლენას ახდენს ეს სიტყვები ენაზე?





  • სამუშაო დავასრულეთ მესამე დღის რეფლექსიის დაწერით

Sunday, October 20, 2013

დღე 2

ტრენინგის მეორე დღე არანაკლებ საინტერესო იყო:

  1.  გავაცანით  ერთმანეთს პროეტქის თემები;
  2. ჩემი პროეტქის თემაა: ,, როგორ ვმეტყველებთ დღეს";
  3. გავეცანით პუბლიკაციის ჩეკლისტს და ვისწავლეთ პუბლიკაციების მომზადება. 
  4. დავამზადეთ ბროშურა მშობლებისთვის (ბროშურაში დეტალურადაა აღწერილი ჩვენი პროეტქის შინაარსი, სტანდარტები,რა სარგებლობას მოუტანს პროეტქი მოისწავლეებს.)
  5. ვისწავლეთ საქაღალდის დაარქივება, მაილზე ატვირთვა და არქივის მოხსნა ჩვენს საქაღალდეზე.
  6. დავწერეთ მეორე დღის რეფლექსია.

Saturday, October 19, 2013

დღე 1

ტრენინგის დაწყებისას გავეცანით ერთმანეთს. პირველი დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა:

  1. სამუშაო დავიწყეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გაცნობით. ჯერ დავასახელეთ ჩვენეული ვარიანტები და შემდეგ გავეცანით უკვე დეტალურად;         
  2. გავეცანით თითოეული მოდულის თემასა და აქტივობებს;
  3. კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე შევქმენით საკუთარი პორტფოლიოს საქაღალდე;
  4. ვისწავლეთ ვიუვერში მონიშვნა და შემდეგ გაუქმება, კომენტარების დაწერა და წაშლა, გარკვეული ადგილების მონიშვნა;
  5. პორტფოლიოს ჩეკლისტი, პროექტის გეგმის შაბლონი, სასწავლო მიზნები, პორტფოლიოს რუბრიკა გადავიტანეთ ჩვენს საქაღალდეში;
  6. განვიხილეთ სასწავლო ღონისძიების დაგეგმვის პროცესი და გავიგეთ, რომ ოთხსაფეხურიანი დაგეგმვის პროცედურა ერთმანეთთანაა დაკავშირებული;აქვე აღვნიშნეთ, რომელი იყო ჩვენთვის უფრო ნაცნობი და რომელზე გვსურდა მეტის გაგება;
  7. ვნახეთ უკვე გაკეტებული პროექტები,რესურსები;
  8. შევქმენით ბლოგი;
  9. დავწერეთ პირველი დღის რეფლექსია.