Saturday, October 19, 2013

დღე 1

ტრენინგის დაწყებისას გავეცანით ერთმანეთს. პირველი დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა:

  1. სამუშაო დავიწყეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გაცნობით. ჯერ დავასახელეთ ჩვენეული ვარიანტები და შემდეგ გავეცანით უკვე დეტალურად;         
  2. გავეცანით თითოეული მოდულის თემასა და აქტივობებს;
  3. კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე შევქმენით საკუთარი პორტფოლიოს საქაღალდე;
  4. ვისწავლეთ ვიუვერში მონიშვნა და შემდეგ გაუქმება, კომენტარების დაწერა და წაშლა, გარკვეული ადგილების მონიშვნა;
  5. პორტფოლიოს ჩეკლისტი, პროექტის გეგმის შაბლონი, სასწავლო მიზნები, პორტფოლიოს რუბრიკა გადავიტანეთ ჩვენს საქაღალდეში;
  6. განვიხილეთ სასწავლო ღონისძიების დაგეგმვის პროცესი და გავიგეთ, რომ ოთხსაფეხურიანი დაგეგმვის პროცედურა ერთმანეთთანაა დაკავშირებული;აქვე აღვნიშნეთ, რომელი იყო ჩვენთვის უფრო ნაცნობი და რომელზე გვსურდა მეტის გაგება;
  7. ვნახეთ უკვე გაკეტებული პროექტები,რესურსები;
  8. შევქმენით ბლოგი;
  9. დავწერეთ პირველი დღის რეფლექსია.

1 comment:

  1. მომეწონა შენი ბლოგის დიზაინი,გისურვებ წარმატებებს.

    ReplyDelete