Saturday, October 26, 2013

დღე 3

ვთვლი, რომ უფრო და უფრო საინტერესო ხდება ჩვენი სამუშაო შეხვედრები და ამის მოლოდინიც მქონდა.


  • მესამე დღეს მუშაობა დავიწყეთ ბლოგებზე სურათების ჩასმით და ამან ერთგვარი განწყობაც შეგვიქმნა;
  • შემდეგ ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე. შევავსეთ ჩვენი სასწავლო პროექტის დაგეგმვის შაბლონი ნაწილობრივ;
  • ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენა: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების.
  • ჩემი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებია: 
  • ზოგადი კითხვა
    რა არის ერისთვის მთავარი საზრუნავი?
    თემატური კითხვები




    რატომ არის მნიშვნელოვანი ენის სიწმინდის დაცვა?
    რა იწვევს ენის ნორმების დარღვევას?





    შინაარსობრივი კითხვები

    რას ნიშნავს ჟარგონი? ბარბარიზმი?
    რამ გან აპირობა მათი დამკვიდრება ენაში?
    რა გავლენას ახდენს ეს სიტყვები ენაზე?





  • სამუშაო დავასრულეთ მესამე დღის რეფლექსიის დაწერით

Sunday, October 20, 2013

დღე 2

ტრენინგის მეორე დღე არანაკლებ საინტერესო იყო:

  1.  გავაცანით  ერთმანეთს პროეტქის თემები;
  2. ჩემი პროეტქის თემაა: ,, როგორ ვმეტყველებთ დღეს";
  3. გავეცანით პუბლიკაციის ჩეკლისტს და ვისწავლეთ პუბლიკაციების მომზადება. 
  4. დავამზადეთ ბროშურა მშობლებისთვის (ბროშურაში დეტალურადაა აღწერილი ჩვენი პროეტქის შინაარსი, სტანდარტები,რა სარგებლობას მოუტანს პროეტქი მოისწავლეებს.)
  5. ვისწავლეთ საქაღალდის დაარქივება, მაილზე ატვირთვა და არქივის მოხსნა ჩვენს საქაღალდეზე.
  6. დავწერეთ მეორე დღის რეფლექსია.

Saturday, October 19, 2013

დღე 1

ტრენინგის დაწყებისას გავეცანით ერთმანეთს. პირველი დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა:

  1. სამუშაო დავიწყეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გაცნობით. ჯერ დავასახელეთ ჩვენეული ვარიანტები და შემდეგ გავეცანით უკვე დეტალურად;         
  2. გავეცანით თითოეული მოდულის თემასა და აქტივობებს;
  3. კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე შევქმენით საკუთარი პორტფოლიოს საქაღალდე;
  4. ვისწავლეთ ვიუვერში მონიშვნა და შემდეგ გაუქმება, კომენტარების დაწერა და წაშლა, გარკვეული ადგილების მონიშვნა;
  5. პორტფოლიოს ჩეკლისტი, პროექტის გეგმის შაბლონი, სასწავლო მიზნები, პორტფოლიოს რუბრიკა გადავიტანეთ ჩვენს საქაღალდეში;
  6. განვიხილეთ სასწავლო ღონისძიების დაგეგმვის პროცესი და გავიგეთ, რომ ოთხსაფეხურიანი დაგეგმვის პროცედურა ერთმანეთთანაა დაკავშირებული;აქვე აღვნიშნეთ, რომელი იყო ჩვენთვის უფრო ნაცნობი და რომელზე გვსურდა მეტის გაგება;
  7. ვნახეთ უკვე გაკეტებული პროექტები,რესურსები;
  8. შევქმენით ბლოგი;
  9. დავწერეთ პირველი დღის რეფლექსია.